“საავადმყოფოში 17 ბავშვია მიყვანილი. ერთი მძიმედ არის, მაგრამ მდგომარეობა სტაბილურია. სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ და ადგენენ რა ნივთიერებაა გაშვებული. თუმცა ვარაუდობენ რომ არის პროპანი. სავარაუდოდ გათბობა არის გაზზე და ბავშვების მოწამვლა გაჟონვამ გამოიწვია. მაგრამ, სპეციალისტები ამბობენ, გაზის გაჟონვა არ ყოფილა.
“გურია ნიუსის” კითხვაზე თუ გაზის გაჟონვა მოხდა, პირველი ცვლის ბავშვებიც ხომ იყვნენ სკოლაში? ავალიანმა განგვიცხადა, რომ “პირველი ცვლის შეცვლის შემდეგ, სავარაუდოდ, სკოლის ზარი რომ დაირეკა, იქედან 42 წუთში მოხდა მოსწავლეთა ინტოქსიკაცია.
ბავშვებს აქვთ თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება და თავის ტკივილი.”
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, ქობულეთის № 2 საჯარო სკოლის მე-7 და მე -8-ე კლასის 17 მოსწავლე მწვავე ინტოქსიკაციით ქობულეთის საავადმყოფოშია მოთავსებული. ამის შესახებ “გურია ნიუსს” სანდო წყარომ აცნობა. როგორც ამბობენ, ზოგადად ბავშვების ინტოქსიკაცია, პირველადი შეფასებით, აეროზოლურ, CO-თი მოწამვლას ჰგავს; თუმცა, იქ CO არ უნდა ყოფილიყო. პირველი შემოყვანილი ბავშვიდან 15 წუთის შემდეგ, საავადმყოფოში მოსწავლეთა მთელი ნაკადი შემოვიდა.”
ქობულეთის საავადმყოფოში მიყვანილი ბავშვები, ქობულეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. მაგრამ, იმის გამო, რომ აღნიშნულ სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ბავშვები №2 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მეორე ცვლაში სწავლობენ.