რომ ჩვენს მიერ მომზადებულ მასალაში სახელწოდებით “მამუკა არეშიძემ არჩევნები მილიონ დოლარად გაყიდა და პარტიიდან გარიცხესო”, რომელიც გუშინ განთავსდა ვებგვერდზე, ჟურნალისტმა საკუთარი ინტერპრეტაცია შესთავაზა აუდიტორიას.
_ გუშინ “გურია ნიუსზე” ინტერვიუ თქვენ მოგეცით?
_ მე არა, ირმა მესხიას.
_ ირმა მესხიას უთხარით, ერთი “გაუპატიურება” სად ვთქვი?! არ მითქვია ეგეთი რამ.
_ მე სულ სხვა თემა და შეკითხვა მაქვს თქვენთან…
_ ეს ირმა მესხიას კითხეთ,-მეთქი. მაგაზე აწრიალდა დღეს ქვეყანა, მთელი ამბავია და რაღაცას რომ დაწერს და გაუპატიურება საერთოდ არ მიხსენებია, როგორ შეიძლება ასე…
ჩვენთვის სანდოობა და სიზუსტე ყველაზე დიდი ღირებულებაა და ჩვენი ღრმა და ხანგრძლივი პატივისცემის მიუხედავად ბატონი მამუკას მიმართ, ვერაფრით მივიღებთ ბრალდებას, რადგან ჩანაწერში, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, რთულია გადაჭრით მტკიცება, ამბობს, თუ არა ის, რომ “უპატიურებდნენ”, თუ როგორც შემდეგში დააზუსტა _ “უპატიმრებენ”. მიუხედავად ამისა, ამ გაუგებრობას რესპონდენტის სასარგებლოს ვწყვეტთ და მასალაში _ “მამუკა არეშიძემ არჩევნები მილიონ დოლარად გაყიდა და პარტიიდან გარიცხესო” _ ვაკეთებთ შესაბამის შესწორებას.