საკრებულოს თავმჯდომარეს, ამირან გიგინეიშვილს წინადადებით მიმართ, ასევე, სამსახურეობრივი გადაცდომის და ასკურავას ხელის დაფარების გამო თანამდებობებიდან დაეთხოვა ადმინისტრაციული და საფინანსო სამსახურის უფროსები _ ლია იმნაძე და როლანდ ლაშხია.
მაროკოდან დაბრუნების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიგინეიშვილი თავის გადაწყვეტილების შესახებ ლაშხიასა და იმნაძესთან დაკავშირებით ამბობს, რომ აქ უბრალო გაუგებრობა იყო: “აქ არის ორი მომენტი _ გაუფრთხილებლობის გამო მართლაც მოხდა გადაცდომა, თუმცა, ეს არ არის წინასწარი განზრახვით ჩადენილი ქმედება, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა იყო გათავისუფლების თაობაზე, მხოლოდ საყვედურით შემოვიფარგლეთ,“ _ თქვა გიგინეიშვილმა.