კონკურსი იურმალაში ტარდება და ყოველწლიურია. ირაკლი ინწკირველი წარმოშობით გურიიდანაა, თუმცა, ამ ეტაპზე მშობლებთან ერთად მოსკოვში ცხოვრობს.
გიორგი ასევე საბავშვო “ახალ ხმაში” აპირებდა ბედის ცდას, მაგრამ ჟიურის _ სტეფანე, დათო ფორჩხიძე და ეკა კახიანი, გადაწყვეტილებით შემდეგ ტურში ვერ გადავიდა. მოგვიანებით, ჟიურის სამივე წევრმა მას ბოდიში მოუხადა.
ირაკლი “ახალ ტალღაში” მონაწილეობას აგვისტოში მიიღებს. მისი დედის, ირმა მუჯირის თქმით, “ახალი ტალღის” შესარჩევ კონკურსში ჟიურის წევრები ნანი ბრეგვაძე, მარინა ბერიძე, დუეტი “ჯორჯია”, ვალერი მელაძე, რუსა მორჩილაძე და საშა რევზინი იყვნენ. რვა კონკურსანტიდან არჩევანი ირაკლიზე გაკეთდა.
_ ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ეს კონკურსი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. ირაკლი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო ასახელოს. რამდენიმე დღეში რუსეთში მივდივართ, ახლა იქ ვცხოვრობთ. კონკურსის როგორც კი დასრულდება აუცილებლად ჩამოვალთ გურიაში, _ გვითხრა ირმა მუჯირმა.