როგორც მან “გურია ნიუსს” განუცხადა, პირისპირ შეხვედრის დროს რჩევებიც კი მისცა დეპუტატობის კანდიდატს.
“ქართული ოცნების” კანდიდატს რჩევები პირადი შეხვედრის დროს გავუზიარე და კიდევ გავუზიარებ. ეს არ არის საჯარო განხილვის თემა. მე მას დიდი ხანი არ არის, რაც ვიცნობ, მაგრამ ის ჩემი მხრიდან კანონით დასაშვებ ფარგლებში მიიღებს რჩევას, თუ სხვა რაიმე ტიპის მხარდაჭერას. თუმცა, ამ მხრივ, კანონი არის საკმაოდ მკაცრი და ვერ ჩავებმები მის საარჩევნო კამპანიაში. მაგრამ მე მას მხარს ვუჭერ და მთელი გულით მინდა, რომ იყოს წარმატებული,” _ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, შეუსრულა თუ არა წინასაარჩევნო დაპირებები ნაძალადევის ამომრჩეველს, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ბევრ მათგანს დღემდე პირადად ხვდება: “ნაძალადევის ძალიან ბევრ მკვიდრს შევხვდი, მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრის თვიდან აღარ ვიყავი მათი დეპუტატი. რამდენიმე მათგანს სახლშიც ვეწვიე. არა ერთი ოპერაცია, რაც იყო ჩასატარებელი, ჩატარდა. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო ნაძალადევის გამგეობის და ჩვენი თანამშრომლობის საფუძველზე, არა ერთი პრობლემა იქნა მოგვარებული. მაგრამ ნაძალადევი თბილისში არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრობლემური რაიონი და კონკრეტული პრობლემების მოგვარება ზოგად სურათს არ ცვლის. ამიტომ მე ვიყავი ერთ-ერთი მომხრე ჩემი გუნდის სხვა წევრებთან ერთად, რომ შუალედური არჩევნები ჩატარებულიყო, რაც შეიძლება მალე და ნაძალადევს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ჰყოლოდა,” _ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.