ღონისძიების ავტორებმა დარბაზში შეკრებილ სტუმრებს ვრცლად უამბეს ცოდნის გადაცემის უპირველეს მეთოდზე _ ანბანის შექმნაზე.
_ ქაღალდის დამუშავებამდე ადამიანები წერდნენ ყველაფერზე, რაც ხელთ მოხვდებოდათ _ თიხის ფირფიტებზე, კედლებზე, ფოლადის ნაჭრებზე, ხის მერქანსა და ცხოველთა ტყავებზე. წიგნები საუკეთესო მეგობრები არიან, წიგნები არასოდეს გიღალატებენ. ვისაც წიგნის კითხვა უყვარს, მას მუდამ გვერდით ჰყავს ერთგული მეგობარი და დამრიგებელი, _ გვიამბობდნენ პატარები.