დღეს, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიქტორ მაიკო მიიღო.
შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი რეგიონის ქვეყნებთან გაღრმავებული თანამშრომლობაა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია უკრაინასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდეს.
თავდაცვის მინისტრმა უკრაინის დელგაციის წევრებს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ქართველი და უკრაინელი სამხედროების ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობა; ასევე, ქართველი ჯარისკაცებისთვის უკრაინის სამხედრო სასწავლებლებში კვალიფიკაციის ამაღლება.
შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უკრაინელი სამხედროების მომზადებაზე საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში. 2007 წლიდან 37 უკრაინელმა სამხედრომ უკვე გაიარა სხვადასხვა კურსი სამთო მომზადების სკოლაში.
საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის უწყებები ასევე, მჭიდროდ თანამშრომლობენ სამხედრო-ტექნიკურ სფეროში.
უკრაინის საგარეო საქმეთა დელეგაციის ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.