საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, რუსთავის მე-17 მიკრორაიონში რამდენიმე ახალგაზრდას შორის ფიზიკური დაპირისპირება ერთ-ერთის დაჭრით დასრულდა.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განგვიცხადეს, პაციენტი ნევროლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა სტაბილურია.


































































