კომპანია “დექსუსიდან”, 2013 წელის 25 იანვარს, “ცენტრ პოინტ ჯგუფში” შემავალი ბინათმშენებლობის ამხანაგობების, შეზღუდული პასუხისმგებლობისა და სააქციო საზოგადოებების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი სრული დოკუმენტაციის ამოღებისა და რევიზიის დანიშვნის შესახებ. განცხადებაში საუბარია, რომ “ცენტრ პოინტი ჯგუფის” სახელით გახორციელებული სხვადასხვა პროექტების მიმდინარეობისას, მასში შემავალი კომპანიების ხელმძღვანელი პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა მენაშენეთა კუთვნილი თანხების არამიზნობრივად გამოყენებას და მითვისება-გაფლანგვას.
ამასთან დაკავშირებით, “გურია ნიუსთან” “დექსუს დეველოპმენტის” კომერციული დირექტორი ზაზა ბაიაძე აცხადებს: “პროკურატურამ, რამდენიმე თვის წინ, 2013 წლის იანვარში, ამოიღო ჩვენ მართვაში აღებამდე _ 2010 წლის სექტემბრამდე არსებული დოკუმენტაცია, რაზეც მათ აქვთ ინტერესი და კითხვები.
ჩვენი პერიოდის საბუთი არ არის ამოღებული. ამას დიდი ამოღება არ სჭირდება, “ქეშის” მოძრაობა არ გვქონია. რადგან ჩვენთან ყველაფერი საბანკო გადარიცხვებით ხდება და ძალიან მარტივია ამის გადამოწმება. ბუნებრივია, თუ ექნებათ სურვილი, ამოიღებენ და ნახავენ. თქვენ შეგიძლიათ ეს პროკურატურაში გადაამოწმოთ, ამოიღეს თუ არა “დექსუსის” პერიოდის დოკუმენტაცია.”
“გურია ნიუსის” კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა “ცენტრ პოინტ ჯგუფმა” 4-წლიანი მართვით “დექსუსისთვის” გადაცემული საქმიანობის უკან დაბრუნება, ბაიაძე აცხადებს, რომ “მარტის დასაწყისში, როგორც “ცენტრ პოინტი” აცხადებს, სხვაობაა გარკვეულ ხედვებს შორის. მათ ასე გაწყვიტეს. ჯობია მათ დაუსვათ ეს კითხვა. მათი მხრიდან უფრო ადეკვატური პასუხი იქნება. ჩვენ ჩვენი მხრიდან ვალდებულებებს ვასრულებდით, მშენებლობები მიდიოდა გეგმის მიხედვით. არანაირი ფინანსური და საოპერაციო პრობლემა არ გვქონია. არ ვიცი, რა მოტივი აქვთ მათ ღია თუ ფარული, ჯობია, თვითონ მათ ჰკითხოთ.”
“გურია ნიუსთან” მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ხათუნა პაიჭაძე განმარტავს: “დექსუსის” კონკრეტული დოკუმენტაცია ამოღებული არ ყოფილა. ამოღებული იყო “ცენტრ პოინტთან” დაკავშირებული 2010 წლის სექტემბრამდე საბუთები. მიმდინარეობს ამოღებული დოკუმენტების შესწავლა. თუ გამოიკვეთა “დექსუსის” დოკუმენტაციის ამოღების საჭიროება, შემდეგ მოხდება ამოღება. ამ ეტაპზე, “დექსუსის” დოკუმენტაცია ამოღებული არ არის.”