ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები სომხეთის პრეზიდენტთან სერჟ სარგსიანთან, პრემიერ-მინისტრთან ტიგრან სარგსიანთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან ჰოვიკ აბრაჰამიანთან და თავის სომეხ კოლეგასთან ედვარდ ნალბანდიანთან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ყურადღება დაეთმობა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებსა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, _ იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.