შეხვედრის დასაწყისში მინისტრმა 2013 წელს განხორციელებულ სიახლეებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მან მოკლედ შეაჯამა სამინისტროს საქმიანობის ხუთი თვე. აღნიშნული პერიოდისთვის:
• სამინისტრომ 2013-2014 სასწავლო წლებისთვის 2084 საჯარო სკოლის 650 ათასი მოსწავლის უფასო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა შეძლო;
• “სკოლის ხელმისაწვდომობის“ პროექტის ფარგლებში 2013 წლის იანვრიდან 330 საჯარო სკოლის 16000-მდე მოსწავლე სასკოლო ტრანსპორტით არის უზრუნველყოფილი;
• 2013 წლიდან მასწავლებლის შრომის ანაზღაურება 26%-60%-ით, ანუ 60-205 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 50 მლნ. ლარით გაიზარდა სამინისტროს 2013 წლის ბიუჯეტი;
• რეგიონების 20-მდე საჯარო სკოლაში გაზიფიკაცია და 20-მდე საჯარო სკოლის გათბობის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა;
• წელს პირველად, სახემწიფო უმაღლესი სასწავლებლების 17 სპეციალობაზე სწავლას დააფინანსებს;
• 2013 წელს ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო დაფინანსების წლიური მოცულობა გაორმაგდა, საგრანტო დაფინანსება ყველა ფაკულტეტზე გავრცელდება;
• დაფინანსების ოდენობა გაორმაგდა სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამების ფარგლებში;
• გაორმაგდა „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ბიუჯეტი;
• 2012 წლის სტიქიის შედეგად დაზარალებულ 2423 სტუდენტს 2012-2013 სასწავლო წლის სწავლის საფასური დაუფინანსდა.
2013 წლისათვის იგეგმება 600-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.