“დღეს უთენია, გურიას მოადგა რეჟიმი.სახლებში შეუცვიდნენ და როგორც საშიში კრიმინალები, ისე გამოიყვანეს ოჯახების და მცირე წლოვანი ბავშვების დაწიოკებით! დაკავებული არიან სიმონ მახარაძე და კახა კვაჭანტირაძე კახა კვაჭანტირაძე არის ენმ-ს წევრი და არის უწესიერესი კაცი.ეს მთელმა ოზურგეთმა იცის. იგი 2012 წლამდე იყო ასევე ოზურგეთის გამგეობის თანამშრომელი და იქაც კეთილსინდისიერად ართმევდა თავს თავის საქმიანობას.
ჩემი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა ორთავეს!
ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ“, _ წერს სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა ასკურავა.
ინფორმაციისთვის, კახა კვაჭანტირაძეს აქვს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები, და იმყოფება მუდმივი მედიკამენტოზური მკურნალობის ქვეშ.


































































