შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ოთხივე ბრალდებული აღიარებს „ქურდულ სამყაროს” წევრობას. ისინი მოქალაქეებისგან ე.წ. ქურდულ გარჩევებზე, დაშინებისა და მუქარის გზით, გარკვეულ თანხევს ითხოვდნენ. სამართალდამცელებმა ბრალდებულები თბილისშიჩატარებული სპეციალური ოეპრატიული ღონისძიების შედეგად დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა) მიმდინარეობს, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved