ოჯახის წევრები მათ არ ელოდებოდნენ და ჯარისკაცებს მშობლები, მეუღლეები და შვილები განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ.
კაპრალი ანჯაფარიძე და სერჟანტი ცაავა ავღანეთში III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდნენ. ისინი სამშობლოში 156 თანამებრძოლთან ერთად დღეს გამთენიისას დაბრუნდნენ. სამხედროებს აეროპორტში III ქვეითი ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი დახვდა.
32-ე ბატალიონი ISAF-ის მისიის ფარგლებში ავღანეთში 6 თვის განმავლობაში წარმატებით ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ბატალიონის საქართველოში დაბრუნება ეტაპობრივად ხორციელდება. 32-ე ბატალიონი სამშობლოში 22 აპრილამდე სრულად დაბრუნდება. ისინი ავღანეთში როტაციის წესით IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.