გამოძიებამ დაადგინა, რომ ანზორ ჩ-მ მოქალაქეს დიპლომის დამზადების სანაცვლოდ 2800 ამერიკული დოლარი მოსთხოვა, ამ თანხიდან 300 დოლარი ავანსად დაიტოვა, ხოლო დიპლომის დამზადება თანამზრახველს, ერთ-ერთი გაუქმებული უმაღლესი სასწავლებლის ყოფილ რექტორ თამაზ ხ-ს სთხოვა.
სამართალდამცველებმა ანზორ ჩ. მეტროსადგურ „მარჯანიშვილი“–ს მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როცა მან მოქალაქეს დარჩენილი 2500 აშშ დოლარი გამოართვა და დამზადებული ყალბი დილპომი გადასცა, ხოლო თამაზ ხ. ოპერატიული ღონისძიების შედეგად დააკავეს.
თამაზ ხ-ს ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მოქალაქის მიერ გადახდილი 300 აშშ დოლარი, მისი 3 ფოტოსურათი, პირადობის მოწმობის და ატესტატის ასლები, ასევე 19 შეუვსებელი ყალბი დიპლომი ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362–ე მუხლის 1–ლი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა, გასაღების ან გამოყენების მიზნით) მიმდინარეობს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved