ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ობიექტების ტერიტორიაზე ხანძარი იყო. კადრები სოციალურ ქსელში ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.
Mega TV–ის ინფორმაციით, ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „იმერეთის“ ეზოში მდებარე ერთ–ერთ შენობას უკიდია.
ადგილზე იმყოფებოდნენ მეხანძრე–მაშველები.































































