და მასმედიას ლანჩხუთის გამგეობაში მოსალოდნელ გათავისუფლებებზე ესაუბრა, თუმცა, სამსახურიდან დღემდე არავინ დაუთხოვიათ.
ინიშნებიან ახალი სამსახურის ახალი ხელმძღვანელები. მაგალითად, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს, ლევან ჩხაიძე უხელმძღვანელებს, საკრებულოს მიერ დამტკიცებულ შიდა აუდიტის სამსახურს კი შესაძლოა გოგი ფაცურიამ უხელმძღვანელოს. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ზაზა ურუშაძის თქმით, სწორედ ეს არის ის რეორგანიზაცია, რაც, ჯერჯერობით, ლანჩხუთის გამგეობაში იგეგმება.
ზაზა ურუშაძე: _ გრძელდება სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც არ გულისხმობს თანამშრომელთა მასობრივ გათავისუფლებას. ზოგიერთები ცდილობენ ახალი ხელისუფლების მიერ გაკეთებული საქმეები ჩავარდეს. ვისაც ჩვენს გვერდით უნდა ყოფნა, ხელს არ ვკრავთ; ვისაც არ უნდა, შეუძლია გადგეს გვერდზე. როცა “ნაციონალების” პრესკონფერენცია ჩატარდა და ირმა ნადირაშვილი იმყოფებოდა სტუმრად, მე არავინ არ დამკავშირებია, რათა გამეცა პასუხი მათთვის. ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემაში ერთ-ერთმა პარლამენტარმა დარეკა და თქვა, რომ მე, თითქოს, ვიღაცეებს ვათავისუფლებ არასწორად. არც ერთი ადამიანი არ გამიშვია უკანონოდ. ერთი რამ მინდა ვთქვა _ ჩვენ წესიერ და კომპეტენტურ ხალხს ვეძებთ.
_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ მართლაც გეგმავდით თანამშრომლების გათავისუფლებას, მაგრამ ეს პროცესი 19 აპრილამდე შეაჩერეთ თუ შეგაჩერებინეს.
_ კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ რეორგანიზაცია შეჩერებული არ არის. რეორგანიზაცია არის სტრუქტურული ცვლილება _ ერთი სამსახურის უფროსი უკვე დაინიშნა, ვნიშნავთ კიდევ ერთი სამსახურის უფროსს და ასე მივყვებით სტრუქტურულ ცვლილებას. მალე დაინიშნება ეკონომიკური სამსახურის უფროსი, კარგი და კომპეტენტური პიროვნება; ამ კვირაში ასევე დაინიშნება აუდიტის სამსახურის უფროსი; და ეს იქნება სწორედ ის ცვლილება, რასაც ჩვენ ვგეგმავდით, _ გვითხრა ზაზა ურუშაძემ.