მონაცემებით თანახმად, ყველაზე მეტი თანხა (60,5%) რუსეთის ფედერაციიდან არის შემოსული. მეორე ადგილზეა საბერძნეთი 15.3%-ით, ხოლო მესამეზე იტალია 9.3%-ით.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.9 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 94.4 პროცენტი მოდიოდა.
2013 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 11.3 მლნ აშშ დოლარი (18.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 8.4 მლნ აშშ დოლარის (13.9 მლნ ლარი) გასული წლის მარტში.