მართალია, ჩვენთან საუბრისას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაზა ურუშაძემ საიდუმლოდ შეინახა სამსახურის მომავალი ხელმძღვანელის სახელი და გვარი, დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ სამსახურს ნამდვილად რომან ბიწაძე უხელმძღვანელებს.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ბრძანება გამზადებულია და მას მხოლოდ ხელის მოწერაღა აკლია.