ამასთან დაკავშირებით აღნიშნული უწყების პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “გური ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ. “საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #1 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორის ნუკრი კოპალიანის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა – „სისტემის ორგანოდან დათხოვნა“.
ჩატარებული სამსახურეობრივი შემოწმებით დადგინდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #1 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ნუკრი კოპალიანი 2011-2012 წლების პერიოდში #15 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავდებულებს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ახდენდა მათზე ძალადობას და არღვევდა მსჯავდებულთა უფლებებს.
აღნიშნული დადასტურდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების ორი და #1 დაწესებულების ერთი მსჯავდებულის ახსნა-განმარტებით.
დასკვნა შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს.
დასკვნის ასლი შემდგმომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა მთავარ პროკურატურას.”_ ნათქვამია განცხადებაში.