https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მეგრულს რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე სომხურს, აზერბაიჯანულს”

18:04; 17.04.2013
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ამას წინ არ უძღოდა საზოგადოებრივი განხილვა ან მსჯელობა. დღეს ევროპა საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას _ საქართველოს რეგიონებში კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური ჯგუფების ენისთვის “რეგიონული ენის” სტატუსის მინიჭებას ითხოვს. დაახლოებით ერთი თვის წინ, აქტიურად დაიწყო საუბარი სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსი მინიჭების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკოსების და საზოგადოების აზრი გაიყო. ზოგი ფიქრობს რომ, რომელიმე კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის მშობლიური ენისთვის რეგიონულის სტატუსის მინიჭებამ, შესაძლებელია სეპარატიზმის გაღვივებას შეუწყოს ხელი.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც, 1998 წლისგან განსხვავებით, ქარტიასთან დაკავშირებით აზრი შეიცვალა და თვლის, რომ “მოქალაქეების ინტეგრაცია ენის მეშვეობით უნდა მოვახდინოთ და არა რეგიონული ქარტიებით და მოგონილი ამბებით” .

“გურია ნიუსის” კითხვაზე, სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭება, ხომ არ გამოიწვევს საქართველოში მცხოვრებ 143-მდე ეთნიკური ჯგუფის მოთხოვნას მათაც მიენიჭოთ იგივე სტატუსი, არასამთავრობო ორგანიზაცია “სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის” ხელმძღვანელის მამუკა არეშიძის პასუხი ასეთია: _ 143 ეთნიკურ ჯგუფს ეს არ ეხება; მოდით, ობიექტურად შევხედოთ: თუ რომელიმე ენას ეს სტატუსი ეხება, ეს არის სომხური, აზერბაიჯანული, მეგრული და სვანური ენა. რადგან, რეგიონული ენა ნიშნავს, როცა კონკრეტულ რეგიონში ხალხი რამე კონკრეტულ ენაზე ლაპარაკობს.

_ ზოგი თვლის, რომ რეგიონული ენის სტატუსის მინიჭება ხელს სეპარატიზმის გაღვივებას შეუწყობს…

_ გავანებოთ ამ სეპარატიზმს თავი. ქარტიაში არ წერია, რომ მაინცდამაინც ეს უნდა იყოს რეგიონალური ენა და დანარჩენი არაფერი. იქ წერია, რომ ეს არ უნდა მოხდეს სახელმწიფო ენის შეზღუდვის ხარჯზე. მოდით, ჩვენ დავიწყოთ აქედან რომ სახელმწიფო ენა არ შეიზღუდოს. ვალდებულება კი ავიღეთ, მაგრამ ასევე გვაქვს ვალდებულება მივხედოთ სახელმწიფო ენას. შეგვიძლია პარალელური პროცესი ჩავრთოთ ან რეგიონში დავიწყოთ სახელმწიფო ენის გაძლიერება. როცა გავაძლიერებთ სახელმწიფო ენას მერე შეგვიძლია (ჯავახეთს და ქვემო ქართლს ვგულისხმობ), ვილაპარაკოთ რეგიონალურ ენაზე. მაგრამ, აქაც გასარკვევია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რას ნიშნავს რეგიონალური ენა. გარდა ზოგადი მონაცემების, არსად არ არის ახსნილი, რას ნიშნავს რეგიონალური ენა. მე ასე მგონია, რეგიონალური ენა ნიშნავს იმ ენას, რომელზედაც მხოლოდ ამ რეგიონში ლაპარაკობენ, და არსად სხვაგან მთელ მსოფლიოში. ამ თვალსაზრისით, მეგრულს უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე სომხურს ან აზერბაიჯანულს. იქაც პრობლემა არ არის. ქარტია ქარტიაა, მაგრამ არსებობს სხვა პრობლემები.

მეგრული განეკუთვნება ქართულ ენათა ჯგუფს. აქედან გამომდინარე, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ საჭიროა შეიქმნას შესაბამისი ინსტიტუტი, რომელიც შეისწავლის მეგრულ და სვანურ ენას, რომელიც არის აკვანი დანარჩენი ქართველური ენებისა. ამ ენას პატივისცემა და დაფასება სჭირდება. მცირე მარგინალების და პატარა ჯგუფის გარდა, არავინ არასდროს სამეგრელოს რეგიონში არ მოითხოვს, რომ რეგიონალური ენის გაძლიერება სახელმწიფო ენის ხარჯზე მოხდეს. მაგრამ, საჭიროა მეგრულს და სვანურს ყურადღება მივაქციოთ და პატივი ვცეთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი თემა იქნება საქართველოს ხვალინდელი დღისათვის. საპანიკო და გამოუვალი მდგომარეობა ნამდვილად არ არის. იმისთვის, რომ არ მოხდეს ის, რაც მოხდა ბელგიაში, საჭიროა დავსხდეთ, ვილაპარაკოთ, როგორც რეგიონის მცხოვრებლებთან, ასევე ჩვენ დასავლელ კოლეგებთან, ვისაც შესაბამისი გამოცდილება აქვს. სწორედ ქარტია იყო იმის მიზეზი, რომ ბელგიამ მთელი წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი ვერ აირჩია.

_ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქარტიასთან დაკავშირებით განაცხადა: ”ჩვენი პასუხი რეგიონული ენის საკითხებზე მარტივია – საქართველოში წარმატებას უნდა მიაღწიო ქართული ენით; რა თქმა უნდა, ეს სხვა კულტურის ნიველირებას არ ნიშნავს. აქ სომხურსაც პრობლემები აქვს, გარუსების პროცესი მიდიოდა რუსეთის ჯარის ყოფნის დროს. ამ მოქალაქეების ინტეგრაცია ენის მეშვეობით უნდა მოვახდინოთ, და არა რეგიონული ქარტიებით და მოგონილი ამბებით”.

_ ეს პოლიტიკანობაა, რასაც სააკაშვილი აკეთებს. იქით შეედავეს ფორმატში აქტიურობა მისი და მისი გუნდის წესია. კარგად მახსოვს, ერთად ვიყავით პარლამენტში. ეს იყო 1998 წელი. ამაზე ხელის მოწერა აპრილში მოხდა. მახსოვს, რა ამბავში იყო მიშა და მისი გუნდი: ჩქარა, ჩქარა მოვაწეროთ ხელი, რომ დავასწროთ ევრო სტრუქტურებში გაწევრიანება სომხეთს და აზერბაიჯანსო! ეს ამბავი ჩემს თვალწინ ხდებოდა. შემდეგ, ვიცე სპიკერი შენგელაია იძულებული იყო, თუ არ ვცდები, ვენაში იყო წასული, ვენაში მოხდა ხელისმოწერა ისე, რომ ჩვენთან საერთოდ არ მომხდარა ამის სერიოზული განხილვა და არც არანაირი დოკუმენტის შესწავლა. იმიტომ, რომ შეგვეძლო კორექტირების შეტანა. დღეს მეუბნება, სხვაგვარად უნდა მომხდარიყოო! ახლა, ვალდებულება რომ აქვს აღებული და ამ ვალდებულებების გამო საყვედური უთხრეს, ეს დაავიწყდა? ისევ ე. წ. “თურქი მესხების” გამო, რომელთა ჩამოსახლების პროცესი 2011 წელს უნდა დამთავრებულიყო. რამდენჯერ გაილანძღა მიშა მაგის გამო, მაგრამ პრესაში არ დაწერილა. იმიტომ, რომ ჩუმად ხდებოდა ყველაფერი (რესპონდენტი გულისხმობს მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციას. რედ.).

ვახუშტი მენაბდე, რომელიც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელია “გურია ნიუსთან” აცხადებს, რომ “ქარტიის რატიფიცირება არ გულისხმობს სახელმწიფო ენის, ამ შემთხვევაში, ქართულის ენის დაკნინებას. სახელმწიფო ენა დარჩება ქართული, აფხაზეთში – აფხაზური. მაგრამ, იმ თემებში, სადაც უმცირესობები ცხოვრობს, საშუალება მიეცემათ ურთიერთობა საკუთარ ენაზე განახორციელონ. საუბარია ქუჩების დასახელებაზე ან გარკვეულ წარწერებზე. სადაც სახელმწიფო ენასთან ერთად გამოკრული იქნება, კონკრეტულ რეგიონში არსებული ენაზე წარწერა. რა თქმა უნდა, თუ ამის სურვილი აქვთ, სახელმწიფო გადადგამს გარკვეულ ნაბიჯს, დაეხმაროს-გააძლიეროს ადგილობრივი მედია, რომელიც ამ ენაზე წერს, მუნიციპალიტეტებს მიეცემათ შესაძლებლობა სახელმწიფო ენასთან ერთად ადგილობრივ ენაზე გამოსცენ აქტები. ხალხს თუ ურჩევნია, მაგალითად სვანეთში სვანურად იყოს ინფორმაცია მიწოდებული და ეს უფრო მოსახერხებელია, ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციაა მოსახერხებელი გახადოს ეს კომუნიკაცია. ქარტიის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ხელი შეუწყოს უმცირესობათა ენებს კომუნიკაციაში. გასაგებია და ვხვდები, რატომ გამოიწვია ამ საკითხმა ვნებათა ღელვა. მიზეზი იყო შიში იმისა, რომ შესაძლოა, ამან გამოიწვიოს საქართველოს სახელმწიფოში სეპარატისტული მისწრაფებების გაღვივება. რაც ჩემი აზრით, არასწორი საინფორმაციო კამპანიის ბრალია. ადამიანები, რომლებსაც ევალებოდათ, ყოფილიყვნენ გაცილებით კომპეტენტური, აეხსნათ საზოგადოებისთვის, რომ ეს არანაირ საფრთხეს არ შეიცავს, ამის მაგივრად საპირისპირო პროპაგანდა მოხდა.”

“გურია ნიუსთან” არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარე, არნოლდ სტეპანიანი განმარტავს, რომ “ევროსაბჭოს დოკუმენტს, “რეგიონული ენების ქარტიის შესახებ”, 1999 წელს პარლამენტის მაშინდელმა იურიდიულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა მოაწერა ხელი და საქართველომ ამით აიღო ვალდებულება; მაგრამ მიმაჩნია, რომ ქარტიის მიღებასთან დაკავშირებით არ არის დროული დისკუსია. რატიფიკაციაზე საუბარი სასურველია მაშინ დავიწყოთ, როცა ოპოზიცია და პოზიცია ბევრ საკითხზე თანხმდებიან. ოპოზიცია, “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, ამ საკითხით ქულები დაიწეროს და რეგიონული ენების საკითხით პოლიტიკური სპეკულაცია ხდება.

ახალქალაქის საკრებულოში, სადაც ეს თემა წამოწიეს, როგორც ჩანს, საკრებულოს უმრავლესობას ეს საბუთი წაკითხულიც კი არ აქვს, რადგან, საბუთში არის 68 პუნქტი. ევროსაბჭო, მინიმუმ, 36 პუნქტის რატიფიკაციას ითხოვს ანუ ქვეყანას არ ავალდებულებს რატიფიკაცია მთლიანად მოახდინოს. თუ პარლამენტს ამ საბუთის რატიფიკაციის თხოვნით მიმართავ, 36 პუნქტი მაინც უნდა მიუთითო, რისი რატიფიკაცია გსურს. ახალქალაქის საკრებულოს წერილში კი ეს არ არის მითითებული.

ქარტია არ არის აგრესიული საბუთი. ქარტიაში შავით თეთრზე წერია: რეგიონული ენების განვითარება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს სახელმწიფო ენის ხარჯზე. უბრალოდ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი სტერეოტიპია. არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანაში ფიქრობენ, თითქოს ქარტია ხელს უწყობს სეპარატიზმს; საუბრობენ, იმაზეც, რომ ქარტია ხელს შეუწყობს სეპარატიზმის არა მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში, არამედ სამეგრელოშიც. საბუთში წერია, რომ ქარტია არ ვრცელდება სახელმწიფო ენის დიალექტებზე. საქართველოს პარლამენტი მეგრულ ენას როგორც დიალექტს, არ განიხილავს. ამ შემთხვევაში, გარკვეული პოზიციები ვრცელდება მეგრულ ენაზე. თუ განიხილავს როგორც დიალექტს, შესაბამისად არ ეხება. პრინციპში საუბარია, იმაზე, რომ ეკონომიკური საქმიანობა მოხდეს სახელმწიფო ენასთან ერთად რეგიონულ ენაზე, რითიც სასამართლოში მოხდება სერვისების გაძლიერება, ასევე შესაძლებლობას აძლევს მოსახლეობას ადგილობრივ ენაზე, წერილობით ფორმით მიმართოს ადგილობრივ თვითმმართველობას. ეს არის პოზიცია, რომელიც საჭიროა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ უნდა მოხდეს სახელმწიფო ენის ხარჯზე. არ უნდა იყოს მანიპულირებული და არ უნდა გახდეს პოლიტიკურ სპეკულაციის საგანი. საქართველოში ქარტიის დაახლოებით 50-70% ისედაც სრულდება. თითქმის რაც წერია განათლებაზე, ყველაფერი სრულდება. საქართველოში არსებობს სომხურენოვანი-აზერბაიჯანულენოვანი სკოლები. აგრეთვე წერია რომ სასამართლოში თარგმნის უზრუნველყოფს უნდა მოხდეს. კანონით ეს სერვისი სრულდება. მე ვფიქრობ, რომ ამ ქარტიაზე აგორებული არის ისეთი კამპანია, რომელიც, პრინციპში, მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დივიდენდების მიღებას კონკრეტული პოლიტიკური ძალისთვის.

ჩემი აზრით, ამის დრო ახლა არ არის. ამ ქარტიისთვის მზად უნდა იყოს, როგორც პოლიტიკური ელიტა, ასევე მოსახლეობა. ეთნიკურად ქართველებს ბევრი სტერეოტიპი გააჩნიათ, ფიქრობენ რომ სეპარატიზმს უწყობს ხელს. თვითონ უმცირესობებს, რომლებიც საუბრობენ ქარტიაზე, გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ. სანამ არ მოხდება სტერეოტიპების რღვევა, ვფიქრობ, ქარტიაზე სერიოზულად საუბარი ზედმეტი და ნაადრევია.”

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

მაკრონის მიწვევა და 3 დეკლარაცია: ირაკლი კობახიძე პარიზში კოსმოსის სამიტს დაესწრო

16:35; 10 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

“უკრაინელების წარმატებული ოპერაცია” – გიორგი თავდგირიძე

10:25; 10 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9 სექტემბერი, 2026

"ოცნების" კოორდინატორის პასუხი ჟურნალისტს _ "თქვენი გაცნობა რად მინდა?!"

კელმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

ყველა სიახლე

საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026
სამართალი

შეიარაღებული თავდასხმა ოზურგეთში _ “ორმხრივი სროლები იყო”

12:16; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო