სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შსს-მ ეს გადაწყვეტილება თბილისის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო, რათა მათ არ შეექმნათ დისკომფორტი გადაადგილებისას.
_ ამავდროულად, შსს ზრუნავს აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვაზე და რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიებზე მოძრაობის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამინისტრო მოსახლეობას ინფორმაციას დროულად მიაწვდის, _ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.