ქობულეთის საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან დღეს დილით, 2 მსუბუქი ავტომანქანით წამოვიდნენ აქციაზე საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მათ შორისაა საკრებულოს თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი და მისი მოადგილე, რევაზ კარალიძე. ამ წუთებისთვის, სამუშაო ადგილზე არცერთი მათგანი იმყოფებოდა. საკრებულოს თავმჯდომარესთან დაკავშირება ვერც ტელეფონით მოვახერხეთ.
ჩვენი წყაროს ცნობით, ქობულეთიდან კიდევ ერთი სამარშრუტო ტაქსი გამოვიდა და საერთო ჯამში, აქციაზე “ნაცმოძრაობის” 30-მდე მხარდამჭერი იქნება.
ქობულეთის გამგეობა კი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.