„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი სახის, კობა ხაბაზის თქმით, ხალხის სიმრავლე ოთხ საათზე იქნება.
_ ბატონო კობა, „ნაც.მოძრაობის“ სხვა დანარჩენ აქციებთან განსხვავებით, თქვენი დღევანდელი აქცია საკმაოდ მცირერიცხოვანია…
_ არ ვიცი საიდან აკეთებთ ამ პროგნოზს. ოთხ საათზე კარგად დაინახავთ, რომ აქციაზე საკმაოდ რაოდენობის ხალხი მოვა. ჩვენ დღეს განსაკუთრებულს არაფერს არ ვაკეთებთ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ქვეყნისთვის დასავლური და ევროპის მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი და უარს ვეუბნებით ოკუპაციას, _ გვითხრა კობა ხაბაზმა.