ხანძარი დღეს, დილის 8 საათზე დაღუპულის სახლში გაჩნდა. როგორც ურეკში გვითხრეს სახანძრო დახმარების მანქანა უმალვე გამოიძახეს, მაგრამ ისინი დილის 12 საათზე მოვიდნენ. ოზურგეთს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, კოტე შარაშენიძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
_ სახანძრო სამსახურის ბრიგადა ურეკში 20 წუთში იყვნენ. სამწუხაროდ ვერ მოხერხდა 79 წლის ქალბატონის გადარჩენა, _ გვითხრა კოტე შარაშენიძემ.