“გურია ნიუსის” კითხვაზე, _ როგორ აფასებს პრეზიდენტის მიერ მარიამ საჯაიას და თინათინ ბოკუჩავასთვის ძვირადღირებული საჩუქრების ყიდვას, ალანა გაგლოევამ განაცხადა _ “არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაცია.
_ თქვენთვის თუ უყიდია პრეზიდენტს საჩუქარი?
_ არასოდეს, პრეზიდენტისგან საჩუქარი არ მიმიღია.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირინა იმერლიშვილმა სახელმწიფო დაცვის სამსახურის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. ალანა გაგლოევა იმ ადამიანთა შორისაა, რომლებიც ახალ წელს დუბაიში შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დუბაიში სამდღიანი ცხოვრება ქვეყნის ბიუჯეტს 240 ათასი ლარი დაუჯდა.