_ ჩვენ გვსურს, რომ გურიის რეგიონში გვყავდეს წარმომადგენლობა. ვიწყებთ მუშაობას და უახლოეს დღეებში ოფისს გავხსნით. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ ადგილიდან მივიღოთ ინფორმაციები დარღვევებზე კონკრეტული ფაქტების შესახებ.
_ ბატონო უჩა, რა კომენტარს გააკეთებდით “გურია ნიუსის” ჟურნალისტის გიორგი გირკელიძის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით, საქმე პროკურატურაშია და როგორც ვიცით, სახალხო დამცველის აპარატიც დაინტერესებულია ამ ფაქტით. ასევე, თქვენს ანგარიშში “გურია ნიუსის” ძალიან ბევრი ფაქტია დაფიქსირებული, რომელიც წინასაარჩევნო დარღვევებს ეხება… რა ხდება ამასთან დაკავშირებით?
_ კი ბატონო “გურია ნიუსის” ძალიან ბევრი დარღვევის ფაქტია ჩვენს ანგარიშში. ჩვენ გვქონდა რეკომენდაცია მომზადებული, თუმცა რეალურად არანაირი შედეგი არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით. ამ ფაქტთან დაკავშირებით ვითხოვთ გამოძიებას. ეს უკავშირდება, წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ დარღვევებს და ყველა იმ კონკრეტულ ფაქტზე ვითხოვთ გამოძიებას, ასევე ვითხოვთ უწყებათაშორისი კომისიების შექმნას, რომელიც გასული წლის განმავლობაში მომხდარ ფაქტებს შეისწავლის. პოლიციელების მხრიდან იყო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები და ამასთან დაკავშირებით სპეციალურ ანგარიშს წარვადგენთ.
_ ბატონო უჩა, გვაინტერესებს კონკრეტული პასუხი გიორგი გირკელიძის საქმესთან დაკავშირებით…
_ ამასთან დაკავშირებით ჯერ მე არ მაქვს კონკრეტული პასუხი, თუმცა ჩვენ ვამზადებთ და ვსწავლობთ ყველა კონკრეტულ შემთხვევას.