კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი ორგანზაციების წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა ქალაქის ცენტრალური ნაწილი ნარჩენებისგან გაასუფთავეს. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის ნატო ქათამაძის განცხადებით აქცია ერთჯერადი ხასიათის არ არის და პერმანენტულ სახეს მიიღებს.
_ ,,3 მილიონია გამოყოფილი ქალაქის დასასუფთავებლად და დღეს ცენტრალური ნაწილი ასე არ უნდა გამოიყურებოდეს.მრავალჯერ მივმართე ადგილობრივ თვითმმართველობას პრობლემის გამოსასწორებლად და ბევრი ბრიფინგიც მივუძღვენი ამ საკითხს, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა“ _ აღნიშნა გურია ნიუსთან საუბრისას ნატო ქათამაძემ.