(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ კარგა ხანია, მოსახლეობას შეპირებულ სასურსათო ვაუჩერებს ურიგებენ, თუმცა, ერთნაირად ჭიანურდება, როგორც კონკრეტული ოჯახებისთვის ამ ვაუჩერის გადაცემა, ისე საბანკო ანგარიშზე თანხის მიღება.
5 აპრილს, “ლიბერთი ბანკის” ოზურგეთის ფილიალში ხშირად ყოვნდებოდა მოქალაქეებზე თანხის გაცემა იმ მოტივით, რომ კომპიუტერი “იჭედებოდა”: _ რა ვქნათ? ეს ხომ ჩვენი ბრალი არ არის? _ აქეთ უსვამდნენ კითხვებს განერვიულებულ მოქალაქეებს მოლარე-მოანგარიშეები.
კითხვაზე, მაინც ვისი ბრალია ეს ყოველდღიურად სიგრძეში მზარდი რიგები, ჭყლეტა და ვიშვიში, რომელიც სასურსათო ვაუჩერით გათვალისწინებული თანხის გადაცემას ახლავს, ბანკის თანამშრომლების პასუხი ცალსახაა: _ ეს ჩვეულებრივი ამბავია! აბა, ამდენი ხალხი ურიგოდ როგორ აიღებს ფულს? ფიზიკურად არის ეს შეუძლებელი, თორემ ჩვენ მობილიზებულნი ვართ!!!