“სამწუხაროა, რომ ის სიმბოლური შეხვედრა, რაც ბატონ პრემიერს ჰქონდა კოტე კუბლაშვილთან, სწორად არ იქნა მოსამართლეების ყურამდე მიტანილი და მე მინდა მათ ავუხსნა, რა იყო აზრი ამ შეხვედრის.
მოსამართლეების ყურამდე, ალბათ ისევ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ძალისხმევით, ცრუ ინფორმაცია მივიდა, თითქოს პრემიერმა, ან მე, ან ჩვენი გუნდის რომელიმე წევრმა ვინმეს მივეცით რაღაცა ტიპის გარანტიები. ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, ვინც ვინმეს რაღაც გარანტიებს აძლევს და მითუმეტეს იმას, ვინც ამ დღეში ჩააგდო მართლმსაჯულება. არანაირი გარანტიები არ ყოფილა, ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. შეხვედრა შედგა მხოლოდ ერთი მიზეზით, სასამართლოს დღეს ჰყავს ის ხელისუფლება, რომელიც ჰყავს და ჩვენ მასთან გავიარეთ პუნქტობრივად ის რეფორმა, რომელზეც მან ბოლოს, ბრჭყალებში, ხელი მოაწერა და დაეთანხმა. მან დღევანდელ კომენტარებშიც თქვა, რომ რეფორმის მოდელი კარგია.” _ განაცხადა წულუკიანმა.