თუ ეს პრობლემა არ მოგვარდება, ისინი 1 მაისიდან გაფიცვას გეგმავენ.
გასულ კვირას, მედპერსონალთან შესახვედრად სპეციალურად ჩამოვიდა ჯანდაცვის კომიტეტის მთავარი სპეციალისტი, ამირან ზენაიშვილი, რომელიც დაპირდა ექიმებს, რომ ორშაბათიდან ექიმების ხელფასების ნაწილი დაირიცხებოდა, დანარჩენი ნაწილის დაფარვა კი თვის ბოლომდე მოხდებოდა. თუმცა, როგორც “ადითის“ თანამშრომლები ამბობენ, მათ ხელფასები დღემდე არ მიუღიათ.
როგორც მედიკოსები ჩვენთან საუბარში ამბობენ, ისინი უკვე ელაპარაკნენ, როგორც ჯანდაცვის მინისტრს, ასევე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს და ელოდებიან მათგან პასუხს. ასევე მათ განცხადება შეიტანეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც.