წიქორიძემ მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მან ხმა მისცა გზას ევროპისკენ და გზას ნატოსკენ.
_ ხმა მივეცი ქუთაისში პარლამენტის დარჩენას, ხმა მივეცი ბაღდათელ ხალხთან ერთად ყოფნას, ხმა მივეცი განვითარებას და შენებას, _ აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა.