საია ახორციელებს ჟურნალისტების უფლებების დაცვას, კერძოდ ადგილზე მყოფი ჩვენი დამკვირვებლის მიერ შედგენილ იქნა საჩივარი ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე, მოთხოვნით, რომ კომისიამ შეადგინოს ადმინისტარაციულ სამართალდარღვევათა ოქმი მედიის წარმომადგელნლებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის თაობაზე. რაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით ჯარიმას 500 ლარის ოდენობით.
კონფლიქტის უშუალო მიზეზი გახდა ჟურნალისტების მიერ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიის ფოტოგადაღება და გარეთ მყოფი ჯგუფურად შეკრებილი პირების დაფიქსირება. აღსანიშნავია, რომ ჯგუფურად შეკრებილი ადამიანები აღრიცხავდნენ საარჩევნო უბნებზე გამოცხადებულ პირებს.
აქვე ავღნიშნავთ, რომ საია-ს დამკვირვებლების მიერ ნაძალადევის ოლქის #31, 33, 34, 36, 39, 40, 59, 60, 89, 90, 78, 80, 81, 85, 86 საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა პირთა ჯგუფი, რომლებიც აწარმოებდნენ მოსული ამომრჩევლების აღრიცხვას. ჩვენ ისევე, როგორც გასულ არჩევნებზე, კვლავაც განვმარტავთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს და მიზანშეუწონელია.
საია იმედს გამოთქვამს, რომ განცხადებაში მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით შესაბამისი სტრუქტურები ადექვატურ რეაგირებას მოახდენენ.