ასე გამოიყურება ქალაქ ოზურგეთის ცენტრალური ქუჩები _ შორენა ღლონტი ფოტორეპორტაჟი
პარლამენტში რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ გურიაში, გასულ წელს, 138 პროექტი გახორციელდა და ამ მიმართულებით 30 მილიონი ლარი დაიხარჯა. ოფიციალური წყაროები, არ აკონკრეტებენ, ამ მილიონებიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის რამდენი მილიონი მოხმარდა. თუმცა, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, აღნიშნული სოლიდური თანხებიდან, სულ მცირე 10 მილიონი გურიის “დედაქალაქში” დარჩა. ადგილობრივი ხელისუფლებაც ხშირად აცხადებს, რომ გურიის რეგიონში მშენებლობების ბუმია. მიუხედავად ხელისუფლების ხმაურიანი განცხადებებისა, ქალაქ ოზურგეთის ცენტრალური ქუჩები ასე გამოიყურება.
ქალაქ ოზურგეთის ცენტრალური ქუჩა
ნაციონალების ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისის მიმდებარე ტერიტორია
პოლიციის “გამჭვირვალე” შენობის მიმდებარე ტერიტორია
ცენტრალური უნივერმაღის შენობის მინდებარე ტერიტორია,
სადაც პსპ-ს კლინიკა-აფთიაქი შენდება
ასე გამოიყურება ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის ტროტუარი
ყაზბეგის ქუჩა, რომლის შეკეთება თვითმმართველობის არჩევნების წინ დაიწყო,
თუმცა, დღესაც ასეთ მდგომარეობაშია