მათ სურთ, მოწესრიგდეს ამბულატორია, ჰიგიენური პროცესების დაცვის უზრუნველყოფა, სოფლის შიდა გზების შეკეთება, სოფლის ხიდის რესტავრაცია და ბაღის შენობის მეორე სართულის რეკონსტრუქცია და სველი წერტილების მოწესრიგება.
ანალოგიური კრება მაკვანეთის თემის სოფელ ზემო მაკვანეთშიც შედგა, სადაც გამოყოფილია 31069 ლარი. გათვალისწინებულია შიდა გზების შეკეთება, სოფლის ხიდის ზედაპირის ცემენტით მოწესრიგება, ამბულატორიისა და საბავშვო ბაღის რესტავრაცია და ნაგვის ბუნკერების პრობლემის მოგვარება.