“ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის განვითარება. სახელმწიფო მზად არის გვერდში დაუდგეს მეწარმეს. გავატაროთ ყველა ის აუცილებელი ღონისძიება ქვეყანაში, რაც ხელს შეუწყობს კერძო ბიზნესის განვითარებას,” _ აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
ფინანსთა მინისტრი ადგილზე გაეცნო ჰოლდინგის მუშაობას. თავი მხრივ ჰოლდინგის წარმომადგენლებმა გააცნეს საწარმოში არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები. შეხვედრაზე ასევე მოხდა ბიზნესისთვის აქტუალური საკითხების, მათ შორის, ბიზნესის ხელშეწყობისთვის საგადასახადო და საბაჟო სფეროში ფინანასთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმების განხილვა და კანონმდებლობის დახვეწის კუთხით გათვალისწინებული სიახლეების გააცნობა. კერძოდ, შეხვედრაზე განიხილეს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების ხელშეწყობისთვის აუცილებელ ცვლილებებს.
“მარნეულის სასურსათო ქარხანა” “მარგებელი ჰოლდინგის” ნაწილია, რომელიც 2007 წელს დაარსდა და საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. ქარხანა, რომელიც ევროპული სტანდარტების მქონე დანადგარებითაა აღჭურვილი, 50-მდე დასახელების ქართული ნედლეულისგან დამზადებულ, ნატურალურ და გემრიელ საკონსერვო პროდუქტს უშვებს. ქარხანას ნედლეულით ჰოლდინგში შემავალი კომპანია „მარნეული აგრო“ და ადგილობრივი მცირე სასოფლო მეურნეობები ამარაგებენ. საწარმოს ტექნიკური შესაძლებლობა, ადგილობრივი ნედლეულის მაღალ ხარისხთან ერთად, ქართულ ბაზარზე უალტერნატივო პროდუქტს სთავაზობს. ქილაში ჩადებული თითოეული პროდუქტი ქართულ მიწაზეა მოყვანილი და 100 პროცენტით ქართულია. შესაბამისად, M ნიშანი საქართველოში ხარისხისა და ჯანსაღი საკვების სინონიმად იქცა.
(R)