დაგჭირდებათ:
12 კვერცხი, 2 ლიტრი რძე, 500 გრამი მარგარინი (ონა), 5 სუფრის კოვზი საფუარი (1 დიდი შეკვრა), 500 გრამი ქიშმიში, 1 500 გრამი შაქარი, 1 ჭიქა სიროფისთვის, 1 ჭიქა შაქრის პუდრი თავზე მოსაყრელად.
სანელებლები: მუსკატი, მიხაკდარიჩინი, ილი. ესენი შეიძლება ცალ-ცალკე ჩავაყენოთ თითო კოვზ კონიაკთან ერთად.
3 ცალი გახეხილი ლიმონი, 5 ცალი ვანილი, დანი წვერით ლიმონმჟავა, 6/6.5 კგ ფქვილი, 150 გრამი ზეთი, 1 სუფრის კოვზი მარილი.
მომზადება:
საფუარს ჩავაყენებთ წინასწარ ნელთბილ რძეში, ცოტ-ცოტა ფქვილთან და შაქართან ერთად;
კვერცხის ცილისაგან ვაკათებთ ბეზეს, თანდათან ვურევთ კვერცხის გულს და შაქარს და ვაკეთებთ გოგლიმოგლს.
ვამატებთ სანელებლებს, მარილს, 100 გრამ ზეთს, კარგად დარბილებულ მარგარინს, ამოსულ საფუარს.
შევაზელთ ფქვილს, ცომი ფაფუკი უნდა იყოს. ცომი მოვათავსოთ თბილ ოთახში ან შევფუთოთ. როცა ამოვა ცომი, მეორე გადაზელვისას დავამატებთ ფქვილში არეულ ქიშმიშს, მასა სამჯერ გადავზილოთ და გადავიტანოთ ცხიმწასმულ ფორმებში. ფორმებს შევავსებთ მასით მესამედ ნაწილზე, დაველოდებით ამოსვლამდე და გამოვაცხობთ.
სიურპრიზიანი პასქა
მასა, რომელიც ფორმაში უნდა მოვათავსოთ, გავყოთ ორ ნაწილად. ცომის პირველი ნაწილის მოთავსების შემდეგ ზედაპირის მთელ ფართზე მოვაფენთ შოკოლადის ფილებს და დავფარავთ ცომის დარჩენილი ნაწილით. დაველოდებით ამოსვლას და გამოვაცხობთ.
გამომცხვარს მოვასხამთ შაქრის სიროფს და მოვაყრით შაქრის პუდრას.
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და გიწვევთპასქის ფესტივალზე, რომელიც გაიმართება აღდგომის ბრწყინვალე კვირის ოთხშაბათს, 8 მაისს, 15 საათზე, ქალაქ ოზურგეთში, ჭადრების ბაღში (საკათედრო ტაძრის მიმდებარე პარკი).
ღმერთს ებარებოდეთ!