ბიურომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღო, რისი მიზეზიც ავტორთან დამატებითი კონსულტაციების საჭიროება გახდა.
“ამ საკითხზე საჭიროა კიდევ დამატებითი განხილვები და ამიტომ კარგი იქნება, თუ გადავდებთ კანონოპროექტის განხილვას,” _ განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
“შესაძლოა, ამას დაემატოს კიდევ რამდენიმე პროექტი და ისე წარედგინოს პარლამენტს განსახილველად,” _ აღნიშნა უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კანონში ცვლილების შემდეგ, იუსტიციის მინისტრის უფლებები იკვეცება და ის ქვეყანაში ნომერ პირველი ძალოვანი პროკურორი აღარ იქნება. კანონპროექტი პარლამენტს გასულ სასესიო კვირაში უნდა განეხილა.
გადადების გადაწყვეტილებამ კობა დავითაშვილი გაანაწყენა.