1 მაისს ს.ს.”ენერგო-პრო ჯორჯია”-ს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ჩხოროწყუს მომსახურეობის ცენტრის 1314 და სენაკის მომსახურეობის ცენტრის 1779 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
ს.ს. “ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ზეთიანი ამომრთველის სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით გამოირთვება ქვესადგური ლესიჭინე და ფოცხო-I-II, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ჩხოროწყუს მომსახურეობის ცენტრის, სოფელ ლესიჭინეს 1314 და სენაკის მომსახურეობის ცენტრის სოფლებს: ზანა, ლეძაძამე, უსაფათი, აკოლოპიას-1779 აბონენტს.
ს.ს. “ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.