სავარაუდოდ, ყაზახეთის ელჩი ზურაბ პატარიძე, თურქეთის ირაკლი კოპტალაძე, ლიტვის _ ხათუნა სალუქვაძე, აზერბაიჯანის _ თეიმურაზ შარაშენიძე და ევროსაბჭოში საქართველოს ელჩი კონსტანტინე კორკელია იქნებიან.
უმცირესობის წარმომადგენელი გოკა გაბაშვილი ელჩების კანდიდატურებით კმაყოფილი დარჩა
“პროფესიონალი და თავისი საქმის მცოდნე ხალხი არიან. ამიტომ ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ კანდიდატურებს ელჩების პოსტზე,” _ განაცხადა გაბაშვილმა შეხვედრის შემდეგ
ელჩობის კანდიდატურები დასამტკიცებლად ხვალინდელ საპარლამენტო სესიაზე გავა.