“ქალაქის სისუფთავეზე, ყოველდღიურად დასუფთავების სამსახურის 45 თანამშრომელი ზრუნავს. თითოეული თვენთაგანის დაუღალავი შრომისა და განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ოზურგეთი დღეს ბევრად უფრო სუფთა ქალაქია, ვიდრე წლების წინ იყო. როდესაც ქალაქს სძინავს, თქვენ სწორედ მაშინ მუშაობთ, რომ დილით სუფთა და მოვლილი გარემო დაახვედროთ ოზურგეთელებს და ჩვენს სტუმრებს. აქვე მინდა დაბადების დღე მივულოცო ჩვენს იუბილარ მეგობრებს, რომლებიც უკვე წლებია თქვენთან ერთად მუშაოებენ და დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ბედნიერება ვუსურვო,” – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
ალეკო მამეშვილმა, იუბილარ მეეზოვეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.