დათო შალიკავას უბედური შემთხვევის შედეგად, დაზიანებული აქვს ხერხემალი და კიდურები.
მკურნალობა, რომელიც ნაწილობრივ ანაზღაურებულია, გაგრძელებას საჭიროებს, რაც დიდ თანხებს უკავშირდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორის, კობა ბანძელაძის თქმით, საქველმოქმედო აქციაზე 800 ბილეთი გაიყიდა.
_ ბილეთის ფასი 1.50 და 2 ლარი იყო. ყველას შეეძლო აქციის მონაწილე ყოფილიყო და დახმარებოდა დათო შალიკავას. _ გვითხრა კობა ბანძელაძემ.
საქველმოქმედო აქცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურისა და კულტურის ცენტრის ინიციატივით შედგა.