და აღნიშნა, რომ თუ ეს ფაქტი არ იქნება სათანადოდ შეფასებული და გამოძიებული ხელისუფლების მხრიდან, მაშინ ყოველდღე შეიძლება ვიხილოთ მსგავსი შოუ პარლამენტში.
,,ქონების მართვის სააგენტოს უნდა გამოესახლებინა უკანონოდ დაკავებული ფართებიდან ადამიანები. აბსოლუტურად გაუგებარია, რა შუაში არიან აქ ძმები ბობოხიძეები?! მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები შეიჭრნენ პარლამენტის ოფისში. პოლიციამ დროულად იმოქმედა, თუმცა, ვნახოთ როგორ დასრულდება ეს ამბავი. მე ვურჩევ ხელისუფლებას, აღნიშნული ფაქტი მალე გამოიძიოს და შესაბამისი კვალიფიკაცია მიანიჭოს. მალე მსგავსი ქმედებები სამარცხვინო შოუდ იქცევა. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ მიიღებს პრევენციის ზომებს. კიდევ ერთხელ ვამბობ _ ამის შემდეგ უნდა დადგეს რაღაც სამართლებრივი შედეგი. მე ვნახავ პროკურატურის მოთხოვნას, იქნება, თუ არა თანაბარი ჩვენი და თქვენი აქტივისტების მისამართით. მინდა ამის მაგალითი ვნახო. გთხოვთ აიყვანოთ კონტროლზე პარლამენტის წევრის ოფისში შევარდნა,“ _ განაცხადა ბიუროზე აკაკი ბობოხიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინწინ, ხონში, “ქართული ოცნების”მხარდამჭერები ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის დავით ჭავჭანიძის ბიუროს ოთახში შეიჭრნენ და პარლამენტარს, საკაკონმდებლო ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტა მოსთხოვეს. აქრივისტებმა ასევე დეპუტატის ბიუროს ოთახში პრეზიდენტის სურათი დაწვეს და ოთახში არსებული ინვენტარი დააზიანეს.