მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლები მისი მეგობრები არიან, ერთ-ერთი კი მისი მასწავლებელია. უფლებამოსილება შეჩერებული მინისტრი დარწმუნებულია, რომ მალე სიმართლე გაირკვევა და ამ ადამიანების უდანაშაულობა დადასტურდება.
_ „გუშინ მომხდარი ფაქტი ძალიან ცუდია. დაკავებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სამინისტროს დაქვემდებარებული სამსახურის ხუთზე მეტი ადამიანი. მინდა მოგახსენოთ, რომ ამ ადამიანთა უმრავლესობა არის ძალიან წესიერი. ვიცნობ მათ, ბევრი მათგანი ჩემი მეგობარია, მათ შორის ჩემი მასწავლებელიცაა.
მე დარწმუნებული ვარ ყველაფერი მალე გაირკვევა და დასრულდება ისე, როგორც უნდა დასრულდეს. მე გამოვთქვი სურვილი და ვიხსნი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. ვთხოვე პრემიერ-მინისტრს გადავდგე, უფლებამოსილება შემიჩერონ, სანამ გაირკვევა სიმართლე,” _ განაცხადა დავით კირვალიძემ.
პრემიერ-მინისტრმა დავით კირვალიძის განცხადებას უფლებამოსილების შეჩერების შესახებ უკვე მოაწერა ხელი.