_ დღეს ქუთაისობაა, ქუთაისის ქალაქის დღესასწაული და მინდა ყველა ქუთაისელს მივულოცო ეს დღე!
2 მაისს, გაზაფხულის ამ ლამაზ დღეს, ზეიმობს ქუთაისი, ქუთაისელები თავისი უძველესი ქალაქის დღეს აღნიშნავენ. მათ ნამდვილად ბევრი აქვთ საამაყო. ქუთაისს სრულიად გამორჩეული ადგილი და როლი აქვს საქართველოს, ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. ქუთაისი ის ქალაქია, საიდანაც ჩვენი ქვეყნის გაერთიანება დაიწყო. ქუთაისი ის ქალაქია, რომელიც საქართველოს სიბრძნისა და სულიერი აღორძინების კერად იქცა და ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრი გახდა. ეს ქალაქი იყო საქართველოს უდიდესი კულტურის ცენტრი, ქუთაისი იყო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი სამრეწველო ქალაქიც.
ქუთაისელებს მარტო წარსული არ უნდა ჰქონდეთ საამაყო, ქუთაისს აწმყოც ღირსეული უნდა ჰქონდეს და მომავალიც. ჩვენი ხელისუფლება ამ დიდი ტრადიციების ქალაქს დაუბრუნებს ძველ დიდებას, _ აღნიშულია ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.