განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც გათავაზობთ უცვლელად:
“1 მაისს რუსთაველის გამზირზე ლაბორატორია 1918-ის მიერ მშრომელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებსა და სამართლადამცავ ორგანოების წარმომადგენლებს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, რასაც მოჰყვა მომიტინგეებისა და ჟურნალისტების დაკავება.
მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეო მასალის მიხედვით, გარკვეული კითხვები ჩნდება, თუ რა აუცილებლობას წარმოადგენდა მომიტინგეების დაკავება და იყო თუ არა პოლიციელების მხრიდან გამოყენებული პროპორციული ძალა აქციის მონაწილეთა ქმედებების მიმართ.
“საზოგადოებრივი დამცველი“ და “ახალგაზრდები სამართლიანობისათვის – საქართველო“ შეკრებებისა და მaნიფესტაციების გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში, დეტალურად შეისწავლიან აღნიშნულ ინცინდენტს და გააკეთებენ შესაბამის შეფასებას“ – ნათქვამია განცხადებაში.