მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა რომ, არსებული კანონი არ შეესაბამება ადამიანურ და ჰუმანურ პრინციპებს და ის აუცილებლად შესაცვლელია.
,,პოლიტიკურმა უმცირესობამ უარი განაცხადა რეგისტრაციის გავლაზე და ახსნა ეს, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილება. მათ არ უნდა ამ კანონპროექტის განხილვის დაწყება, რაც ჩვენთვის არის აბსოლუტურად არა არგუმენტირებული. აქ ვარ იმისთვის ჩამოსული, რომ პარლამენტს გავაცნო არგუმენტები თუ რატომ შეგვაქვს კანონში ეს ცვლილება. მათი არგუმენტები არის მიუღებელი. კანონში ცვლილება შეგვაქვს იმისთვის, რომ არსებული რედაქციით ფორმულირებული, არ არის სამართლიანი და არანაირად არ შეესაბამება არც ადამიანურ , არც ჰუმანურ და არც სამართლებრივ პრინციპებს. კანონის ამოცანა უნდა იყოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა, _ განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
პარლამენტში ,,ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.