გოკა გაბაშვილი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ უმცირესობა ყველანაირად შეეცდება კანონპროექტი დაბლოკოს:
“ჩვენ ყველანაირად შევეცდებით ეს კანონი დავბლოკოთ; არსებობს სამართლებრივი პროცედურული წესები . ჩვენ არ გვინდა, რომ ეს კანონი იქნეს მიღებული და დარწმუნებული ვარ, არც საზოგადოებას უნდა, რადგან ეს კანონი არის პირველი ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველო დგამს. ძალიან დიდი შეცდომაა, საქართველომ თავად თქვას, რომ მისი ყველა საზღვარი ერთიანი არ არის და არსებობს საზღვრები, რომელთა უკანონო გადალახვა არის სისხლის სამართლის დანაშაული. მაინცდამაინც ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოში შემოსვლა ანუ რუსეთიდან ეს არ არის დასჯადი სისხლის სამართლის კოდექსით… მაშინ, როცა ჩვენს ტერიტორიაზე დგას ოკუპანტი, როცა ტეტოროტრიები ოკუპირებულია, ეს არის პირდაპირი დარტყმა საქართველოს მხრიდან იმ არაღიარების პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო თავად ახორციელებს. შესაბამისად, პარლამენტის დარბაზში განვიხილავთ ყველა პროცედურულ მეთოდს იმისთვის, რომ არ დაიწყოს ამ კანონპროექტის განხილვა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისევ არ შედგება ქვორუმი და კიდევ ერთი კვირა გვექნება, რათა საზოგადოებას ავუხსნათ, თუ რა სამარცხვინო ნაბიჯს დგამს ხელისუფლება პუტინის და ლავროვის დავალებით,“_განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
რეგისტრაცია ნახევარი საათის შემდეგ განმეორებით ჩატარდა და ქვორუმი შედგა, რასაც უმცირესობის მხრიდან პრეტენზიები მოყვა, რომ რეგლამენტის პროცედურული ნორმები დაირღვა.