ორგანიზაცია “იდენტობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ “მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, 17 მაისს, სახელმწიფო და კერძო, საერთაშორისო და ადგილობრივი, საგანმანათლებლო, უფლებადაცვითი და სხვა ორგანიზაციები საინფორმაციო კამპანიაში 2004 წლიდან მოყოლებული ერთვებიან. ამით ისინი ფართო საზოგადოების ყურადღებას მიაპყრობენ ჰომოსექსუალი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაციის პრობლემისკენ“.
ორგანიზაცია იმედოვნებს რომ 2012 წლის 17 მაისს, თბილისში მშვიდობიანი მსვლელობის დარბევისგან განსხვავებით, აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება სამართალდამცავთა მიერ.