გასულ, 2012 წელს ხელშეკრულების საფუძველზე აყვანილი და არჩევნების შემდეგ გათავისუფლებული კადრები სამსახურებში ისევ დააბრუნეს. მათ სამთვიანი ხელშეკრულებები გაუფორმდათ.
ხელშეკრულება გაფორმდა მანანა ძნელაძესთან, რომელიც საკრებულოში ფრაქცია “იმედის” სპეციალისტად იმუშავებს; გამგეობის სოციალურ სამსახურში დაბრუნდა თინათინ მგალობლიშვილი; ადმინისტრაციულ სამსახურში _ ანა გიორგაძე; ანალიტიკურ სამსახურში კი _ მამუკა კილასონია.
ხელშეკრულებების საფუძველზე დაინიშნენ დავით ტყეშელიაძე (ზედამხედველობის სამსახური) და მერაბ ბერძენიშვილი (ეკონომიკის სამსახური). ეკონომიკის სამსახურში იქმნება განყოფილება, რომლის უფროსად ნინო სიხარულიძეს მოიაზრებენ.